ვინ ვართ

"ბადაგი" - ქართული ჩურჩხელის მწარმოებელი კომპანიაა და 2011 წელს დაარსდა. დღეს ჩვენ უკვე ვართ ლიდერი ქართულ ბაზარზე და ჩვენი მოღვაწეობა ეფუძნება ნატურალური და სასარგებლო ტრადიციული ტკბილეულის - ჩურჩხელის შექმნას.

ჩვენი მისიაა: ქართულ ბაზარზე ეკოლოგიურად სუფთა ჩურჩხელისა და ტრადიციული ტკბილეულის სასაჩუქრე შეფუთვების შეთავაზება, როგორც საცალო ისე კორპორატიული კლიენტებისთვის.

ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რომ ქართული ჩურჩხელის ტრადიცია და გემო იცოდეს მსოფლიომ.