რატომ ბადაგი

ჩვენ ვამზადებთ  დედამიწაზე უგემრიელეს ჩურჩხელას

 

დაფუძნების დღიდან „ბადაგი“ ინარჩუნებს ჩურჩხელის ტრადიციული დამზადების მეთოდს. ნატურალური ნედლეულის გამოყენებით ჩვენ ვქმნით კახურ ჩურჩხელას როგორც საცალო, ისე - კორპორატიული კლიენტებისთვის. 

ბადაგი ჩურჩხელის 8 ნაირსახეობას ვამზადებთ: - ნიგოზი რქაწითელის ყურძნის წვენში; - ნიგოზი საფერავის ყურძნის წვენში; - ნიგოზი თაფლით რქაწითელის ყურძნის წვენში; - თხილი რქაწითელის ყურძნის წვენში; - თხილი საფერავის ყურძნის წვენში; - თხილი რქაწითელის ყურძნის წვენში სიმნიდის ფქვილით(ჯანჯუხა); - თხილი თეთრ შოკოლადში; - თხილი შავ შოკოლადში.

ბადაგის სტანდარტული სასაჩუქრე შეფუთვები ამ დროისთვის 20 ნაირსახეობაა. ჩვენს სამასზე მეტ კორპორატიულ კლიენტს კი, ვუმზადებთ ინდივიდუალურ და მათ გემოვნებაზე მორგებულ სასაჩუქრე შეფუთვეს ჩურჩხელის, ქართული ტკბილეულისა და სასმელის გამოყენებით. 

ბადაგი ერთადერთი ადგილია დედამიწაზე, სადაც ყოველდღიურად 5000 ჩურჩხელა მზადდება სიყვარულით.