"ბადაგი" არის ქართული, ნატურალური, ტრადიციული პროდუქტის
მწარმოებელი კომპანია. "ბადაგი" ჩვენი ოჯახის ისტორიაა. პირველად
ჩურჩხელის წამროება 20 წლის წინ ერთი ადამიანით დავიწყეთ. დღეს კი ჩვენთან
150 ადამიანზე მეტია დასაქმებული, რომლებიც ყოველდღიურად 6 000
ჩურჩხელას აწარმოებენ, მაღალ მოთხოვნად პერიოდებში წარმოების მოცულობა
კი დღეში 7 000-ს აღწევს. ჩვენ ვინარჩუნებთ ჩურჩხელის ტრადიციულ
დამზადების მეთოდს და ნატურალური ნედლეულის გამოყენებით ვქმნით
კახურ ჩურჩხელას, როგორც საცალო, ისე - კორპორატიული
მომხმარებლებისთვის. "ბადაგის" ქსელი მოიცავს 19 სავაჭრო ობიექტს,
რომლებიც თბილისსა და ბათუმშია განთავსებული. |